Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარკში “აფრიალებულ” რუსულ დროშაზე ქუთაისის მერია განცხადებას ავრცელებს


რუსეთის დროშა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში
რუსეთის დროშა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში

ქუთაისის მერიამ, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშის აღმართვის შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დროშის განთავსების გამო, ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ რეაგირება მოახდინა. იდენტიფიცირებულია ის ადამიანი ვინც დროშა აღმართა.

"მის მიმართ შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის", რაც ადმინისტრაციულ შენობებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე თვითნებურ მოქმედებებს გულისმობს,

ქუთაისის მერიის თანახმად ფაქტი 29 აგვისტოს მოხდა, ამის შემდეგ კი "მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება".

დროშა ამჟამად ჩამოხსნილია. პარკის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცნობმა პირებმა დროშა არასამუშაო საათებში, 30 აგვისტოს დაკიდეს, რაც მოგვიანებით დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია, მიუთითა და დროშა ჩამოხსნეს. პარკის დირექტორის მოადგილე ტარიელ მეტონიძე მომხდარს პროვოკაციას უწოდებს. პარკის ადმინისტრაციას პოლიციისთვის არ მიუმართავს. მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში სათვალთვალო ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, თუმცა, ადმინისტრაციის ინფორმაციით, დროებით გამორთულია სარემონტო სამუშაოების გამო.

XS
SM
MD
LG