Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ბავშვი დაიღუპა და სამი დაიჭრა ჭურვის აფეთქების შედეგად ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ოთხი ბავშვი დაიღუპა და სამი დაიჭრა აუფეთქებელი ჭურვის აფეთქების შედეგად ავღანეთის პროვინცია ჰელმანდში. პოლიციამ და ადგილობრივმა ექიმებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა ჭურვი თავიანთ სასულიერო სასწავლებელში მიიტანეს და ასაფეთქებელი მოწყობილობით თამაში დაიწყეს.

პოლიცია იტყობინება, რომ ბავშვები 7-დან 14 წლამდე ასაკის იყვნენ. სამი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ერთი კი მოგვიანებით გარდაიცვალა პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ-გაჰის საავადმყოფოში.

ომით გაჩანაგებულ ავღანეთში ბავშვები ხშირად აგროვებენ ჯართს გასაყიდად და საკუთარი ოჯახების დასახმარებლად. დროდადრო ეს ტრაგედიით მთავრდება, როცა აუფეთქებელ ჭურვებს წააწყდებიან ხოლმე.

XS
SM
MD
LG