თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ, "აბსურდია" და შემდეგი არჩევნები 2024 წელს ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.
კალაძის თქმითვე, პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყანაში არ არის, კრიზისი აქვს ოპოზიციას და კონკრეტულად, 'ნაციონალურ მოძრაობას".
"ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას", - განაცხადა კალაძემ.
დღეს, 5 სექტემბერს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ვადამდელი არჩევნები მოითხოვა და ამ მიზნის მისარწევად გეგმა წარადგინა.
მელიამ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ყველა ნაბიჯი და ქმედება იქნება მიმართული ამ მიზნის მისაღწევად.
დაწერეთ კომენტარი