Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა


ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა ევროკავშირის ახლად დანიშნული ელჩი პაველ ჰერჩინსკი. საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ზურაბიშვილმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის საგარეო სამსახურის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების დირექტორატის ხელმძღვანელი იყო. მანამდე მას პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტში პოლონეთის ელჩის თანამდებობა ეკავა.

4-წლიანი საქმიანობის შემდეგ ელჩ კარლ ჰარცელს უფლებამოსილების ვადა 1 სექტემბერს ამოეწურა.

XS
SM
MD
LG