აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ არ ემხრობა ტერორიზმის სპონსორად რუსეთის აღიარებას. ამის შესახებ ბაიდენმა განაცხადა თეთრ სახლში პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, იტყობინება Reuters-ი.
ტერორიზმის სპონსორად რუსეთის მიჩნევას აშშ-სგან მოითხოვს უკრაინა. ადრე აშშ-ის სენატმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც თეთრს სახლს მოუწოდებს, გააკეთოს ეს. სტატუსს აქტიურად უჭერდა მხარს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე, ნენსი პელოსი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პალატაზე, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ.
მაგრამ კონგრესმენებს და სენატორებს არ შეუძლიათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად. ეს სფერო ბაიდენის ადმინისტრაციის კომპეტენციაშია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულია უპრეცედენტო სანქციები და ახალ სტატუსს შეუძლია შეაჩეროს რუსეთთან თანამშრომლობა მაგალითად, ისეთ სფეროში, როგორიცაა ბირთვული უსაფრთხოება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი გაწყვეტს აშშ-თან ურთიერთობას, თუ თეთრი სახლი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს.
დაწერეთ კომენტარი