Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანი გოგოს მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით გორის პოლიციამ 63 წლის კაცი დააკავა


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით დააკავეს 1959 წელს დაბადებული ნ.ბ.

გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა კაცმა მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან გოგოზე სექსუალურად იძალადა.

პოლიციამ ნ.ბ. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით დააკავა".

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG