Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა 5 ტყვე დაუბრუნა სომხეთს


აზერბაიჯანულმა ხუთი სომეხი სამხედრო ტყვე დაუბრუნა სომხეთს, აცხადებს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური.

„მივესალმებით ამ ქმედებას, როგორც გადადგმულ ნაბიჯს ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ“, - ნათქვამია 9 სექტემბრის განცხადებაში.

ბაქოს გადაწყვეტილება მოჰყვა ბრიუსელში გამართულ დისკუსიებს აგვისტოს ბოლოს და მას ტვიტერით მიესალმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, დღემდე აზერბაიჯანიდან 155 ტყვეა უკან დაბრუნებული.

33 სომეხი დადასტურებულად აზერბაიჯანში რჩება, თუმცა სომხური მხარე ვარაუდობს რომ ეს რიცხვი 60-ს აღწევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG