Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი დეპუტატები, რომლებმაც პუტინის ღალატში ბრალდება მოითხოვეს, მილიციაში გამოიძახეს


შვიდი დეპუტატი სანქტ-პეტერბურგიდან, რომელმაც სახელმწიფო დუმას სთხოვეს უკრაინაში ომის გამო პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება პოლიციაში გამოიძახეს.

შვიდივე დეპუტატმა გამოძახების შესახებ ცნობა მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით 8 სექტემბერს საღამოს. მათ ცნობაში განუმარტეს, რომ შესავსები იქნებოდა ოქმი რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში ბრალდების გარშემო.

წინა დღით, 8 სექტემბერს, ჯგუფმა წერილი გააგზავნა სახელმწიფო სათათბიროში, რომელშიც სთხოვდნენ კანონმდებლებს, წაუყენონ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სახელმწიფო ღალატში ბრალდება მისი თანამდებობიდან გადაყენების მიზნით. პეტერბურგელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პუტინის გადაწყვეტილება, უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრის შესახებ, ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას. დეპუტატები წერდნენ, რომ უკრაინაში, ომში, ახალგაზრდა ხალხი იხოცება და სახიჩრდება, ომის გამო ზარალდება რუსეთის ეკონომიკა. რუსეთის შეჭრის შემდეგ, ნატოს ბლოკი აქტიურად ფართოვდება აღმოსავლეთით, უკრაინა კი სულ უფრო და უფრო მეტ შეიარაღებას იღებს, თუმცა მიზნები, რომლითაც პუტინი საომარ აგრესიას ამართლებდა, საპირისპირო იყო, აცხადებდნენ ისინი.

მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სმოლნინსკოეს საბჭომ პუტინს დეპუტატების მოთხოვნა გაუგზავნა სისხლისღვრის შეწყვეტის, უკრაინიდან ჯარების გამოყვანის და მისი გადადგომისკენ მოწოდებით. წერილი გაეგზავნათ რუსეთის უშიშროების საბჭოს და ასევე სახელმწიფო დუმის ხუთი პოლიტიკური ფრაქციის თავმჯდომარეებს. პუტინმა მარტის დასაწყისში მოეწერა ხელი კანონს, რომელიც ხანგრძლივ პატიმრობას ითვალისწინებს, "განზრახ ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის რუსეთის სამხედრო ოპერაციების შესახებ. კანონი არ უშვებს ასევე „მოწოდებებს რუსეთის ინტერესების დასაცავად რუსეთის არმიის გამოყენების წინააღმდეგ“ და ამ „გამოყენების დისკრედიტაციისთვის.“ კანონი ამ დარღვევისთვის ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ასეთივეა ნორმა ვრცელდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოწოდებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG