Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად კიევს ესტუმრა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რადიო თავისუფლების სათავო ოფისში სტუმრობისას. პრაღა 26 ივლისი, 2022 წელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რადიო თავისუფლების სათავო ოფისში სტუმრობისას. პრაღა 26 ივლისი, 2022 წელი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ მეორედ ჩავიდა კიევში მოულოდნელად. მისი სურვილია, აჩვენოს, რომ გერმანია უკრაინის გვერდით დგას, რამდენ ხანსაც საჭიროა, განაცხადა ბერბოკმა ჩასვლისას. მისი თქმით, იარაღის და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება გაგრძელდება.

„კიევში წამოვედი, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი იმედი კვლავაც შეგიძლიათ გქონდეთ“, - მიმართა ბერბოკმა უკრაინელებს. რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, დასავლეთი გახლიჩოს და გატეხოს უკრაინელების ნება, დაიცვან ქვეყანა, ეს არ უნდა მოხდეს, თქვა ბერბოკმა.

ბერბოკი მცირერიცხოვან დელეგაციასთან ერთად პოლონეთიდან გაემგზავრა კიევში საგანგებო მატარებლით. დაგეგმილია მისი შეხვედრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან.

ეს ბერბოკის მეორე ვიზიტია უკრაინაში 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ. მაისში მან მოინახულა ასევე ქალაქი ბუჩა, სადაც რუსეთის ჯარების წასვლის შემდეგ 400 გვამი ნახეს.

XS
SM
MD
LG