Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ექსპერტი: თალიბანის პირობებში ავღანეთი "ავტორიტარიზმში ეშვება"


თალიბანის წევრები ავღანეთში, საილუსტრაციო ფოტო
თალიბანის წევრები ავღანეთში, საილუსტრაციო ფოტო

გაეროს ადამიანის უფლებების ექსპერტი აცხადებს, რომ თალიბანის მმართველობის პირობებში ავღანეთში შექმნილი მდგომარეობა წარმოადგენს "დაშვებას ავტორიტარიზმში". იგი გამოდის რადიკალური ცვლილებების მოწოდებით ამ პროცესის შესაჩერებლად.

ავღანეთში ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს საგანგებო მომხსენებელმა რიჩარდ ბენეტმა ჟენევაში შეკრებილ ადამიანის უფლებების საბჭოს წევრებს 12 სექტემბერს უთხრა, რომ "თალიბანის მხრიდან ქალების და გოგონების უფლებების მასშტაბური წართმევა, ოპონენტთა და კრიტიკოსთა მიმართ შურისძიება და გამოხატვის თავისუფლებაზე ზეწოლა უტოლდება დაშვებას ავტორიტარიზმისკენ".

ავღანეთში ადამიანის უფლებებზე დაკვირვების მანდატი გაეროს საბჭომ თითქმის ერთი წლის წინ შექმნა - მალევე მას მერე, რაც გასული წლის აგვისტოში ავღანეთში ძალაუფლება კვლავ თალიბანმა ჩაიგდო ხელში. ამჟამად მანდატი განახლებას საჭიროებს.

ავღანეთში გოგონებს კვლავ ეკრძალებათ სკოლაში სიარული, ქალები ვალდებული არიან საჯაროდ სხეული თავიდან ფეხებამდე დაიფარონ. იკვეთება, რომ თალიბანის მთავრობაში უპირატესობა მკაცრ ძალებს აქვთ, მიუხედავად თავდაპირველი დაპირებებისა ზომიერი პოლიტიკის გატარების შესახებ.

XS
SM
MD
LG