Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში დაიწყო ევროპრაიდის კვირა, სამთავრობო აკრძალვისა და რელიგიური და ნაციონალისტური ჯგუფების მუქარის ფონზე


ევროპრაიდის გახსნა ბელგრადში. 12 სექტემბერი, 2022 წელი
ევროპრაიდის გახსნა ბელგრადში. 12 სექტემბერი, 2022 წელი

ბელგრადში დანიშნული პანევროპული ლგბტ ღონისძიების ორგანიზატორებმა 12 სექტემბერს ევროპრაიდის კვირა ცისარტყელას დროშებით და მოკლე გამოსვლებით გახსნეს, მიუხედავად გასულ თვეში ღონისძიების მთავრობის მხრიდან აკრძალვისა.

ღონისძიების გახსნამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, მიუხედავად რელიგიური და ნაციონალისტური ჯგუფების მუქარისა და პრეზიდენტ ალექსანდარ ვუჩიჩის მიერ გასულ თვეში გამოთქმული გაფრთხილებისა, რომ ღონისძიება არ ჩატარდებოდა, თუმცა მისი გამართვის ნებართვა სამი წლის წინ იყო გაცემული.

ევროპრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, კრისტინა გარინამ ტვიტერით დაწერა, რომ ღონისძიება დაიწყო, და მიესალმა ბელგრადის პრაიდის ორგანიზაციის წევრების "ერთგულებას და მიზანსწრაფვას ღონისძიების ორგანიზებისას".

ერთმანეთთან მეტნაკლებად დაკავშირებულმა მემარჯვენე ჯგუფებმა, როგორებიცაა "დვერი" და ეროვნული პატრული, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი პატრიარქის მხარდაჭერით ბელგრადში 11 სექტემბერს გამართეს საპროტესტო აქცია და "ლიტურგია", რათა მთავრობას ევროპრაიდი დაებლოკა. აქციებში ჩაერთო ათასობით ადამიანი, რომლებიც აცხადებდნენ კონტრდემონსტრაციებსა და სხვა ნაბიჯებზე, ევროპრაიდის ჩატარების შემთხვევაში.

ევროპრაიდის ღონისძიება იმართება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ადამიანების მხარდასაჭერად პანევროპულ დონეზე და მას 1992 წლის შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქალაქი მასპინძლობს. ღონისძიებაში რამდენჯერმე მილიონ ადამიანზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG