Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის კანცლერმა საათ-ნახევარი ისაუბრა ტელეფონით პუტინთან


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა მოსკოვში. 15 თებერვალი, 2022 წელი
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრა მოსკოვში. 15 თებერვალი, 2022 წელი

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, პირველად რამდენიმე თვის მანძილზე, სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან.

ბერლინის თანახმად, შოლცმა 90-წუთიანი საუბრის დროს მოსთხოვა პუტინს, მოძებნოს ომის დიპლომატიური მოგვარების გზა. ეს მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას და რუსეთის ჯარის მთლიანად გაყვანას. საუბრის დროს შეეხნენ ასევე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების თემას და შოლცმა მოუწოდა პუტინს, შეასრულოს უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შეთანხმების პირობები.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ იტყობინება, რომ პუტინმა აღნიშნა რუსეთის სურვილი, ენერგომატარებლების სანდო მიმწოდებელი იყოს. შოლცი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ კონტაქტში დარჩებიან.

XS
SM
MD
LG