Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, გერმანიამ გადაიბარა "როსნეფტის" გადამამუშავებელი საწარმოები


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გერმანია აცხადებს, რომ გადაიბარა კონტროლი ნავთობის გადამამუშავებელ მსხვილ საწარმოზე, რომელსაც რუსეთის კომპანიის, "როსნეფტის" გერმანული დანაყოფი ფლობს - რაც წარმოადგენს ენერგიის მიწოდების უზრუნველყოფისკენ გადადგმულ ნაბიჯს იმ ფონზე, როცა მოსკოვი წყვეტს ნავთობისა და გაზის მიწოდებას.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო 16 სექტემბერს აცხადებს, რომ მან "როსნეფტის" ობიექტი დაუქვემდებარა ინდუსტრიის მარეგულირებელი ორგანოს, ფედერალური ქსელების სააგენტოს საზედამხედველო დანაყოფს, რომელიც ამით კონტროლს დაამყარებს PCK Schwedt-ის, MiRo-ისა და Bayernoil-ის გადამამუშავებელ საწარმოებზე.

"Rosneft Deutschland-ზე მოდის გერმანიის ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობის თორმეტამდე პროცენტი, რაც მას გერმანიაში ნავთობის გადამამუშავებელ ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კომპანიად აქცევს, - ვკითხულობთ განცხადებაში, - საზედამხედველო ადმინისტრაცია საპასუხო ზომებს ატარებს ენერგიის მიწოდების უსაფრთხოების გარშემო მოახლოებული საფრთხის მიმართ", - წერს სამინისტრო.

გერმანიის ხელისუფლების ნაბიჯზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ Rosneft Deutschland-სა და თავად "როსნეფტს".

ევროპის ქვეყნები ცდილობენ, გააძლიერონ ენერგეტიკული უსაფრთხოება მათ მიერ დაწესებული სანქციების ფონზე რუსეთისთვის, რომელიც კონტინენტისთვის ნავთობისა და გაზის მთავარი მიმწოდებელია. ამის პასუხად, მოსკოვმა შეამცირა მიწოდებული გაზის მოცულობა და მისი სრულად შეწყვეტითაც იმუქრება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ფასები და ევროპაში მოახლოებულ ზამთარში ენერგიის გამოზოგვის პერსპექტივა წარმოშვა.

XS
SM
MD
LG