Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის არმიას კონტროლზე აჰყავს ლუგანსკის ოლქის "ერთ-ერთი უმთავრესი არტერია" - უკრაინის სტრატკომი


19 სექტემბერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებდა, რომ სიტუაცია ოლქში მალე შეიცვლება
19 სექტემბერს ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებდა, რომ სიტუაცია ოლქში მალე შეიცვლება

უკრაინის შეიარაღებული ძალები "მდორედ, მაგრამ დამაჯერებლად" უქვემდებარებენ საცეცხლე კონტროლს ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთ "უმნიშვნელოვანეს ლოგისტიკურ არტერიას", - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს განცხადებაში.

"ამას გარდა, დროებით ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის ზურგში განხორციელებული დარტყმების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ლისიჩანსკის რაიონში კაფირებს საქმე ცუდად აქვთ და მათ გამო ასევე ეცემა ნოვოაიდარი", - ნათქვამია სტრატკომის განცხადებაში.

ამჟამად, ლუგანსკის რეგიონი თითქმის მთლიანად რუსეთის ჯარების ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

19 სექტემბერს ოლქის სამხედრო-ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ლუგანსკის რეგიონში ცალკეულ განთავისუფლებულ სოფლებზეა საუბარი, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლება.

21 სექტემბერს მან თქვა, რომ ლუგანსკის რეგიონში, სვატოვოში საოკუპაციო კომენდატურის ოფისი განადგურდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG