Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რიაზანში კაცმა თავი დაიწვა, იგი ყვიროდა, რომ არ სურს იომოს უკრაინაში


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედრო

კვირას, 25 სექტემბერს, რუსეთში, რიაზანის ცენტრალურ ავტოსადგურზე მამაკაცმა თავი დაიწვა. იგი ყვიროდა, რომ არ სურს იომოს უკრაინაში. ამ ცნობას ავრცელებს რიაზანის პორტალი ya62.ru.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცი "სადგურზე დარბოდა ცეცხლის ალში გახვეული და ყვიროდა". ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია, როგორ მიჰყავთ დაშავებული სასწრაფო დახმარების მუშაკებს.

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 სექტემბერს გამოაცხადა მოსახლეობის ნაწილობრივი მობილიზაცია უკრაინის ომისთვის და ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას, რომლის ღია ნაწილშიც არ არის განსაზღვრული პარამეტრები, რომლითაც "ნაწილობრივი" გაწვევა დადგინდება. პირველ ეტაპზე იგეგმება 300 ათასი რეზერვისტის გაწვევა, აცხადებენ, რომ ეს რუსეთის სამობილიზაციო პოტენციალის ერთ პროცენტს შეადგენს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთში გახშირდა ცეცხლის წაკიდების შემთხვევები სამხედრო და სხვა სახის ადმინისტრაციული შენობებისთვის, საპროტესტო აქციებს უერთდება ათასობით მოქალაქე, რომლებსაც არბევენ და აპატიმრებენ. კიდევ ათასობით პირი უცხოეთში წასვლას ცდილობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG