Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალან გაგლოევმა ოკუპირებულ ცხინვალში საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება მოითხოვა


რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 27 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომა გაიმართა. ამის შესახებ "პრეზიდენტ" ალან გაგლოევის პრესსამსახური იტყობინება.

„ამჟამინდელი გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა დავალებები მისცა რესპუბლიკის ძალოვანი სტრუქტურების და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს - უზრუნველყონ თავიანთი ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის დონის შენარჩუნება, მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარონ რუსეთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებთან, შეათანხმონ რუსულ მხარესთან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეების გადაადგილების პროცედურა“, - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ზოგიერთ მცხოვრებს შეეზღუდა რუსეთის ფედერაციის დატოვება „რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე“.

26 სექტემბერს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში გამოცხადებული „ნაწილობრივი მობილიზაცია“ სამხრეთ ოსეთს არ შეეხება.

„სამხრეთ ოსეთში მობილიზაციაზე ორიენტირებული ღონისძიებები და ზოგადად მობილიზაცია არ იგეგმება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა, რომ კრემლი განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მობილიზებას ომში გასაგზავნად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG