Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ჩრდილოეთ საზღვარზე განლაგებული სამხედრო ძალების 80% უკრაინაში გადაისროლა-Foreign Policy


მოსკოვი კვლავ ინარჩუნებს მძლავრ სამხედრო-საჰაერო ძალებს ჩრდილოეთ საზღვარზე
მოსკოვი კვლავ ინარჩუნებს მძლავრ სამხედრო-საჰაერო ძალებს ჩრდილოეთ საზღვარზე

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისიდან მოსკოვს თავისი ჯარები რეგულარულად გადაჰყავს ჩრდილოეთ ევროპის საზღვარზე დისლოცირებული ბაზებიდან, რათა ამით ამოავსოს ბრძოლის ველზე უკრაინულ ძალებთან განცდილი წარუმატებლობის შედეგად წარმოქმნილი უფსკრული, წერს ავტორიტეტული გამოცემა The Foreign Policy დასავლეთის სამხედროების წყაროებზე დაყრდნობით.

კერძოდ, სამი ინკოგნიტო სამხედრო მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბალტიის ქვეყნებისა და ფინეთის საზღვრებზე რუსული ჯგუფი თავდაპირველად შედგებოდა დაახლოებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან, რომელთა 80% შემდგომში უკრაინაში გაიგზავნა. ნატოს საზღვრის იმ ადგილას, სადაც რუსული ძალების ყველაზე დიდი კონცენტრაცია იყო, მოსკოვმა მხოლოდ ძირითადი "შემადგენლობის ხერხემალი" დატოვა.

"რაოდენობრივი შემცირება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო შვიდი თვის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა გამოცემას სკანდინავიის ერთ-ერთი ქვეყნის უცნობმა სამხედრო წარმომადგენელმა. ამავე დროს, ინკოგნიტო ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ მოსკოვი კვლავ ინარჩუნებს მძლავრ სამხედრო-საჰაერო ძალებს ამ რეგიონში.

გარდა ამისა, არ შეცვლილა რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის ზომა, მაგრამ რუსეთს უკრაინაში გადააქვს სხვა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საზენიტო-სარაკეტო სისტემები.

ევროპისა და ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტების ამჟამინდელმა და ყოფილმა თანამშრომლებმა Foreign Policy-თან კომენტარებში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი საფრთხეს შეუქმნის რეგიონს, განსაკუთრებით ბალტიის რეგიონის მცირე ქვეყნებს. არსებობს მოლოდინი, რომ უკრაინაში ომის შედეგის მიუხედავად, მოსკოვი დასავლეთის სამხედრო ოლქში სამხედრო პოტენციალს აღადგენს.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია უკრაინაში საომრად. თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, მობილიზაცია 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

21 სექტემბერსა და მომდევნო დღეებში რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი მონაწილე დააკავა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG