Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება იზრდება


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო უწყებებში სამსახურებრივი მივლინებისთვის გადასახდელი თანხების მოცულობა იზრდება. ცვლილებები დღეიდან, 28 სექტემბრიდან, ამოქმედდა.

საჯარო და კერძო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები ამ დრომდე სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებად მხოლოდ 15 ლარს იღებდნენ, ახლა ეს თანხა 30 ლარამდე იზრდება. ეს რეგულაცია მინიმუმ 2005 წლიდან ასე იყო.

28 სექტემბერს მიღებული დადგენილებით, ასევე გაიზარდა ქვეყნის გარეთ მივლინების სადღეღამისო ანაზღაურებაც.

მაგალითად (მოკლევადიანი მივლინების დროს):

  • აშშ-ში - 60 აშშ დოლარის ნაცვლად, გახდა 75 აშშ დოლარი;
  • გერმანიაში - 57 ევროს ნაცვლად, გახდა 65 ევრო;
  • დიდ ბრიტანეთში - 27 ინგლისური გირვანქა სტერლინგის ნაცვლად, გახდა 60 ინგლისური გირვანქა სტერლინგი.

დეტალურად სამსახურებრივი მივლინების ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია მთავრობის დადგენილებაშია მოცემული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG