Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს და ხვალ დედაქალაქში "თბილისობა" აღინიშნება


ფოტო არქივიდან: "თბილისობა"
ფოტო არქივიდან: "თბილისობა"

დღეს და ხვალ, 1 და 2 ოქტომბერს დედაქალაქში "თბილისობა" აღინიშნება. ღონისძიება თბილისის რამდენიმე ადგილზე ერთდროულად გაიმართება.

რიყის პარკი, 1 და 2 ოქტომბერი, 11:00 – 22:00 საათი

  • გიგანტური თამაშები;
  • გამოფენები;
  • კაფე;
  • საბავშვო კონცერტები, აქტივობები და ატრაქციონები;
  • სამეწარმეო ბაზრობა;
  • გასტრონომიული ზონა;
  • ტკბილეულის ფესტივალი;
  • სპორტული აქტივობები;
  • ძველი ქართული ფილმების კინოჩვენება (ვერის უბნის მელოდიები (1973), თოჯინები იცინიან (1963), გრძელი ნათელი დღეები (2013), ბროწეულის ფერი (1968), ფიროსმანი (1969).

2 ოქტომბერი, 19:00 საათი – "გუფი ლენდის" კონცერტი

ლეღვთახევი, 1-ელი და 2 ოქტომბერი, 11:00 – 20:00 საათი

  • თბილისის მეხოტბეების მიმართ მიძღვნილი თემატური ინსტალაციები;
  • მსახიობების მიერ შესრულებული სხვადასხვა პერფორმანსები და ძველი თბილისის რეკონსტრუქცია;
  • დეკორაციებით გაფორმებული ხეობა და წყალში მოტივტივე ყვავილების თაიგულები;
  • წყლის წისქვილი, სანათები და ინსტალაციები.

ორბელიანის მოედანი, 1-ელი და 2 ოქტომბერი, 11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები;
  • თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები;
  • სტენდი „თბილისის განვითარების ისტორია“;
  • თბილისური უბანი ათონელზე;
  • საბავშვო-გასართობი კონცერტები;
  • საჯარო დისკუსიები და საუბრები თბილისურ ეზოებში;
  • სამეწარმეო და კვების ზონები.

19:00 – 22:00 საათი - მუსიკალური საღამოები - ქართველი შემსრულებლების, ბენდების და ორკესტრის მონაწილეობით.

გუდიაშვილის მოედანი 11:00 – 22:00 საათი

  • ინსტალაციები (მთაწმინდის მთვარე, დიდი გაზეთი, „ვერის უბნის მელოდიები“, ინსტალაცია საპატიო თბილისელები);
  • დღის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები:
  • ღია კინოთეატრი;
  • "თბილისური კაფე";

19:00 – 22:00 საათი - სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური საღამოები.

პირველი ოქტომბერი, 19:30 საათი, ევროპის მოედანი

  • გალაკონცერტი
  • მუსიკალური წარმოდგენის პრემიერა „უჩინმაჩინის ქუდი“ - გიორგი ერისთავის ცნობილი პიესის მიხედვით.

სახელმწიფო ცერემონიების სასახლე, 2 ოქტომბერი, 20:00 საათი

  • თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და მიღება.

სახელმწიფო შესწყიდვების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზე 3 050 000 ლარი დაიხარჯება.

"რასაკვირველია ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარი გვაქვს კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება... ჩვენი ქალაქი იმსახურებს თბილისობის ღირსეულად აღნიშვნას და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს", - თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ "თბილისობისთვის" გამოყოფილ ხარჯებზე საუბრის დროს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG