Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინაპრების კუთვნილ მიწებზე უფლების აღსადგენად ბობოყვათელებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს


ბობოყვათელების აქცია
ბობოყვათელების აქცია

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. ცენტრალურ მაგისტრალთან, ზღვის სანაპიროსთან პოლიცია იყო მობილიზებული.

ბობოყვათელები აპირებენ საპროტესტო აქციები გააგრძელონ იქამდე, ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ადგილზე არ შეხვდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბობოყვათში ზღვის სანაპიროსთან 20 ჰექტარი მიწა მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ საუკუნეების წინ - მიწის ფლობის საარქივო მასალები ხელთ აქვთ.

ბობოყვათელების აქცია
ბობოყვათელების აქცია

ისინი აცხადებენ, რომ ეს მიწა მათი წინაპრების საკუთრებაა, რომელიც ბოლშევიკურმა მთავრობამ ჩამოართვა, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ კი არ დაუბრუნა.

ბობოყვათელების პროტესტის განახლება იმან გამოიწვია, რომ როგორც მათთვის ცნობილი გახდა, აჭარის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე კვირის წინ მიწის ნაკვეთი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რამდენიმე დღის წინ კი ეს ტერიტორია გაიყიდა.

ბობოყვათელები ინვესტორთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავდნენ. აქციის მონაწილეები კომპენსაციას ითხოვენ. მათ ხელისუფლებას მისცეს ერთი კვირის ვადა, მათი მოთხოვნების შესასრულებლად.

მოსახლეობა შეკრებას მომავალ შაბათსაც გეგმავს. ისინი თავიანთი უფლებების დასაცავად აქციებს პერმანენტულად მართავენ.

XS
SM
MD
LG