Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, ბორდერიზაცია წინა ხელისუფლების "მემკვიდრეობაა"


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე "ბორდერიზაცია" იმ საზღვრებს მიუყვება, რომელიც ავტონომიური ოლქის სახით წინა ხელისუფლებამ აღადგინა. მან "ტელეიმედის" ეთერში თქვა, რომ მოქმედი ხელისუფლების "პრაგმატული პოლლიტიკით მინიმუმამდეა დავიყვანეთ რისკები, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ომს..."

"მათი ხელისუფლების პირობებში ოთხმა სახელმწიფომ აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა აფხაზეთის და ე.წ. სამხერეთ ოსეთის. ეს იყო მათი პოლიტიკის შედეგები.

ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, არავითარი წინსვლა ტერიტორიების კუთხით [არ ყოფილა], იყო ერთადერთი ბორდერიზაციის პრობლემა და ესეც არის მათი მემკვიდრეობა.

ეს ე.წ. სამხერეთ ოსეთის საზღვრებიც სწორედ მათ აღადგინეს - სააკაშვილმა მოაწერა ხელი ამ კანონს, რითაც აღდგა გამსახურდიას დროს გაუქმებული სამხერთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები. ოფიციალურად აღიარა სააკაშვილის ხელისუფლებამ ეს საზღვრები. ეს ბორდერიზაცია ზუსტად იმ საზღვრებს მიჰყვება და ესეც არის მათი მემკვიდრეობა", - თქვა ირაკლი კობახიძემ, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან გამოჩნდნენ და ხნულების გავლება დაიწყეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ქმედება უკანონო ბორდერიზაციის გაგრძელებად შეაფასა.

XS
SM
MD
LG