Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ქალ მეწარმეებს: ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია


სალომე ზურაბიშვილი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენაზე, თბილისი, 2 ოქტომბერი, 2022
სალომე ზურაბიშვილი მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენაზე, თბილისი, 2 ოქტომბერი, 2022

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბერს მეწარმე ქალების პროდუქციის პირველი გამოფენის გახსნაზე მივიდა და მათ სიტყვით მიმართა.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ქვეყნის მთავარი მამოძრავებელი ძალა ქალების ხელშია. შესაძლოა, დღეს სტატისტიკაში არ ჩანს, რომ ქალებს მიჰყავთ ეს ქვეყანა, მაგრამ ჩვენ თუ გადავხედავთ, სად არის ინოვაცია, გამბედაობა, მეტი პირადი ინიციატივა, დავინახავთ, რომ ეს ქალების ხელშია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ პრობლემებზეც ილაპარაკა, რასაც ქალი მეწარმეები ხშირად აწყდებიან. მათ შორის ერთ-ერთი ფინანსურ რესურსზე, კრედიტებზე წვდომაა. ზურაბიშვილი ქალ მეწარმეებს დაჰპირდა, რომ მიმართავს პარლამენტს, რათა ქალებს ფინანსურ საშუალებებზე მეტად მიუწვდებოდეთ ხელი.

„ქალების ძალაზე ბევრს არ ვისაუბრებ, რადგან თქვენ ყველამ ჩემზე უკეთ იცით, რა ძალას წარმოადგენთ, თუ ერთად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს. აქვე მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ფორმატში პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია თქვენ გვერდით არის და იქნება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქალი მეწარმეების გამოფენა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტის ნაწილია და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ქალი მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG