Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციომ ე.წ. ციხის კადრებზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას გამამტყუნებელი განაჩენი არ შეცვალა


ფოტო არქივიდან: ზურაბ ადეიშვილი
ფოტო არქივიდან: ზურაბ ადეიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის კადრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ჭაკუას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე რამდენიმე კვირით ადრე გავრცელებული ჩანაწერების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დღეს, 4 ოქტომბერს, იმსჯელა.

საქალაქო სასამართლომ ადეიშვილი და ჭაკუა დამნაშავედ ცნო პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ბრალდებით.

ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, ორივე მათგანს 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით და 3 თვით ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნის უფლება.

2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გავრცელდა ციხეში ფარულად გადაღებული კადრები, რომლებშიც ასახული იყო პატიმრების მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა. კადრების გავრცელების შემდეგ დაიწყო მრავალათასიანი აქციები.

XS
SM
MD
LG