Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა საბოლოოდ შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი


ევროკავშირმა საბოლოოდ მოიწონა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, განაცხადა ბლოკის აღმასრულებელმა შტომ 5 ოქტომბერს.

ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტის მიზანია, მოსკოვს საშუალება არ მისცეს, მრავალმილიარდიანი მოგება მიიღოს ისეთი პროდუქტების გაყიდვით, რომლებიც, ევროკავშირის აზრით, შემოსავლის სერიოზული წყაროა რუსეთისთვის.

სანქციების პაკეტი „აფართოებს იმ აკრძალული პროდუქტების სიას, რომლებმაც შესაძლოა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო და ტექნოლოგიურ წინსვლას ან მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების განვითარებას“, - ნათქვამია ევროკავშირის ახალ სანქციებთან დაკავშირებულ წესებში.

ახალი სანქციებით აკრძალვა ვრცელდება რუსეთიდან ფოლადის და ფოლადის პროდუქტების იმპორტზე, ხე-ტყეზე, ქაღალდზე, მანქანებსა და სხვა პროდუქტებზე, როგორიცაა, მაგალითად, ქიმიკატები.

სანქციებით ასევე აკრძალულია ევროკავშირიდან რუსეთში ისეთი პროდუქტების ექსპორტი, რომლებიც ავიაციაში გამოიყენება. სანქციების სამიზნეა დიდი რაოდენობის პირები რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან მოსკოვის მიერ უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმების ჩატარებასთან.

ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა შეთანხმებას, რომელიც 6 ოქტომბერს გაფორმდება, თუკი ევროკავშირის არცერთი წევრი ქვეყანა არ გამოთქვამს პრეტენზიას. სანქციების მისაღებად საჭიროა ევროკავშირის 27-ვე წევრის თანხმობა.

XS
SM
MD
LG