დღეს დილით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. ქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება იყო კიევის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში.
მერის განცხადებით, ადგილისკენ მიემართებიან საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ჯგუფები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. კიევზე სარაკეტო შეტევა დიდი ხანია აღარ ყოფილა.