Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2022 წელს რუსეთში მცხოვრები ყოველი მესამე ებრაელი შესაძლოა, ისრაელში დაბრუნდეს


მოსკოვის სინაგოგა
მოსკოვის სინაგოგა

უკრაინაში ომის ფონზე 2022 წელს რუსეთიდან 61 ათასი ებრაელი შესაძლოა, ისრაელში დააბრუნონ. 26 ათასი ადამიანი უკვე ჩავიდა ქვეყანაში, კიდევ 35 ათასი ელოდება დოკუმენტების მიღებას. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Guardian-ი იუწყება ებრაული სააგენტო "სოხნუტზე" დაყრდნობით, რომელიც რეპატრიანტებს დოკუმენტების დამუშავებაში ეხმარება.

ეს არის დაახლოებით 165 ათასი ადამიანი, რაც "სოხნუთის" თანახმად, რუსეთში მცხოვრები ებრაელების საერთო რაოდენობის ერთ მესამედს შეადგენს. თვის დასაწყისში, ისრაელის მთავრობამ მხარი დაუჭრა წინადადებას, რომელიც რეპატრიაციის უფლების მქონე რუსეთის მოქალაქეებისათვის საიმიგრაციო პროცედურის დაჩქარებას ითვალისწინებს.

ოქტომბრის დასაწყისში Jerusalem Post-ი "სოხნუთზე" დაყრდნობით წერდა, რომ ყველა განმცხადებელი ნამდვილად არ აპირებს რეპატრიირებას, ბევრს უბრალოდ სურს დარწმუნდეს, რომ მათ ამის უფლება აქვთ. პუბლიკაციაში აღინიშნა ოლიმთათვის (ახალი რეპატრიანტებისთვის) ენის სკოლების ნაკლებობა. ისრაელის სამინისტრომ ("ალიის" სამინისტრომ), რომელიც რეპატრიანტების დახმარებით არის დაკავებული, მთავრობისგან მოითხოვა მილიარდი შეკელი ($ 282) რუსეთიდან ოლიმთა გადაუდებელი დაფინანსებისთვის, მაგრამ მიიღო მხოლოდ 90 მილიონი, ანუ $ 25 მილიონი.

  • ალიის სამინისტროს შეფასებით, ომამდე რუსეთში რეპატრიაციის უფლება 450 ათასამდე მოქალაქეს ჰქონდა. რუსეთის ებრაელთა კონგრესის თანახმად, 2021 წელს რუსეთში ებრაელთა რაოდენობა 1-1,3 მილიონს შეადგენდა. თუმცა ეს შეფასება სოციოლოგიური გამოკითხვებისა და მოქალაქეთა თვითიდენტიფიკაციის საფუძველზე გაკეთდა.
XS
SM
MD
LG