Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში, ლაღიძის ქუჩასთან პოლიციაა მობილიზებული


თბილისი, ლაღიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია
თბილისი, ლაღიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია

თბილისში, ლაღიძის ქუჩასთნ პოლიციაა მობილიზებული. როგორც თვითმხილველები მედიას უყვებიან, ისმოდა აფეთქების ხმა და დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა.

ადგილზე მისულია რადიო თავისუფლების თანამშრომელი, მას პოლიცია დაზიანებული მანქანის გადაღების უფლებას არ აძლევს.

"რაღაც აფეთქდა და რა აფეთქდა არ ვიცით. დაჭრილი იყო, სისხლში იყო სულ", - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

ლაღიძის ქუჩა პოლიციას გადაკეტილი აქვს, ადგილზე მისულია შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო. ამ კოდექსის 19-109 მუხლით პასუხისმგებლობა განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დგება, 236-ე მუხლი კი ცეცხლსასროლი ან სხვა საბრძოლო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მასალა განახლდა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით.

XS
SM
MD
LG