Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვის პრეზიდენტი მიესალმა აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას მოლდოველების და რუსების წინააღმდეგ


მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი
მაია სანდუ, მოლდოვის პრეზიდენტი

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მიესალმა აშშ-ის ნაბიჯს, რომელიც ითვალისწინებს, "სისტემური კორუფციის" და მოლდოვის არჩევნებზე გავლენისთვის გაწეული ძალისხმევის გამო, სანქციების დაწესებას რამდენიმე მოლდოველისთვის და რუსისთვის.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს სანქციებისთვის ცხრა ინდივიდი და 12 უწყება გამოყო, მათ შორის ორი მოლდოველი ოლიგარქი, რომელთა მხრიდან მოლდოვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით გადადგმული ნაბიჯები ფართოდაა ცნობილი.

სანქციები ასევე ეხება ინდივიდებს და უწყებებს, რომლებმაც იმოქმედეს, როგორც "ინსტრუმენტებმა რუსეთის გავლენის გლობალურ კამპანიაში", რომლის მიზანიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თქმით, არის აშშ-ის და მისი მოკავშირეების და პარტნიორების, მათ შორის მოლდოვის და უკრაინის მანიპულირება.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს საგარეო ქონების კონტროლის ოფისის მიერ დასახელებულ პირებს შორისაა ოლიგარქი და ყოფილი დეპუტატი ვლადიმირ პლახოტნიუკი, რომელმაც, აშშ-ის თქმით, კონტროლი განახორციელა და მანიპულირებდა მოლდოვის მთავრობის მნიშვნელოვანი სექტორებით. პლახოტნიუკს, რომელიც ქვეყნიდან წასულია და რომელიც ერთ დროს დემოკრატიული პარტიის ლიდერი იყო, უკავშირებენ მოლდოვის ბანკებიდან 1 მილიარდი დოლარის გაქრობის ინციდენტს 2014 წელს. ოლიგარქი ინარჩუნებდა კონტროლს ქვეყნის სამართალდამცავ აპარატზე იმისთვის, რომ მიზანში ამოეღო პოლიტიკური და ბიზნესლიდერები, აცხადებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

პლახოტნიუკი, რომელმაც ქვეყანა 2019 წელს დატოვა, მოლდოვის მთავრობის წარმომადგენლებს იყენებდა შუამავლებად სამართალდამცავთა მოქრთამვის საქმეში, ახორციელებდა კონტროლს მართლმსაჯულებაზე 2018 წლის არჩევნების მანიპულირების მიზნით და აკონტროლებდა გავლენიან მედიასაშუალებებს, ამბობს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.

"როგორც იქნა, მასშტაბურ კორუფციას და მოლდოვაში პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებას შესაძლებელია, რომ სანქციები დაუწესდეს! აშშ-მა სანქციები დაუწესა 21 ინდივიდსა და უწყებას, რომლებიც მონაწილეობდნენ კორუფციულ ქმედებებში და სერიოზულ გავლენას ახდენდნენ მოლდოვაზე და მის მოქალაქეებზე", - წერს სანდუ თავის ფეისბუკის გვერდზე.

XS
SM
MD
LG