Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

80-ს გადააჭარბა ინდოეთში ხიდის ჩანგრევით დაღუპულთა რიცხვმა


ინდოეთში სულ მცირე 81 ადამიანი ემსხვერპლა ხიდის ჩანგრევას
ინდოეთში სულ მცირე 81 ადამიანი ემსხვერპლა ხიდის ჩანგრევას

სულ მცირე 81 ადამიანამდე გაიზარდა ინდოეთში, გუჯარათის რეგიონის ქალაქ მორბიში მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მსხვერპლთა შორის არიან ბავშვებიც, დაშავებულია ათობით ადამიანი.

230 მეტრის სიგრძის ისტორიული ხიდი აშენდა მეცხრამეტე საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს. ის ექვსი თვის განმავლობაში დახურული იყო სარემონტო სამუშაოების გამო და მხოლოდ გასულ კვირაში გაიხსნა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით, რომელიც სამი დღით იმყოფება თავის მშობლიურ გუტარათის რეგიონში, აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებები მობილიზებულია სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად.

XS
SM
MD
LG