Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ კოსტრომის ერთ-ერთ ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად


15 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა რუსეთის ქალაქ კოსტრომის ღამის კლუბ "პოლიგონში" გაჩენილი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ 5 ნოემბერს განაცხადეს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

რეგიონის გუბერნატორმა სერგეი სიტნიკოვმა ადრე განცხადება გააკეთა 13 დაღუპულის შესახებ, მაგრამ საგანგებო ვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოგვიანებით თქვეს, რომ ნაპოვნია კიდევ ორი გვამი.

პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია ერთი პირი, რომელიც ხანძრის გაჩენაშია ეჭვმიტანილი. როგორც „ტელეგრამის“ არხები "112" და "ВЧК-ОГПУ" იტყობინებიან, ეს არის 23 წლის სამხედრო მოსამსახურე სტანისლავ იონკინი. იტყობინებიან, რომ ღამის კლუბში მომხდარი კონფლიქტის დროს მან ჭერში ისროლა სასიგნალო სასროლი მოწყობილობა.

ხანძარს ხუთი საათის განმავლობაში აქრობდნენ. აალების ფართობი 3,5 ათასი კვადრატული მეტრია. მთელს ამ ფართობზე ჩამოინგრა ჭერი. როგორც გამოცემა „ბაზა“ წერს, კლუბში გამართულად მუშაობდა მხოლოდ 3 საევაკუაციო გასასვლელი, დანარჩენი 4 ჩაკეტილი იყო. შემთხვევის ადგილზე მისული მეხანძრეები იძულებული გახდნენ, კარები შეენგრიათ, რათა ხალხი გარეთ გამოეყვანათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG