Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული მედია: უკრაინამ დარტყმა განახორციელა კახოვკის ჯებირზე


კახოვკის ჰიდროელექტროსადგური
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები „ტასი“, „რია ნოვოსტი“ და „ინტერფაქსი“ იტყობინებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურს.

„დღეს, 10:00-ზე დარტყმა განხორციელდა HIMARS-ის ექვსი რაკეტით. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებმა ხუთი რაკეტა ჩამოაგდეს, ერთი მოხვდა კახოვკის ჯებირის რაბს [ჰიდროტექნიკურ ნაგებობას], რომელიც დაინგრა“, - მოჰყავს „ტასს“ საგანგებო სამსახურების წარმომადგენელთა განცხადება.

უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კახოვკის ჯებირზე იერიშის თაობაზე.

კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის ჯებირი 18 მილიონ კუბურ მეტრ წყალს აკავებს. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, თუკი ჯებირი წყალს ვერ შეაკავებს, წყალქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს 80-ზე მეტი დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი ხერსონი. შეიძლება დაზარალდეს ასიათასობით ადამიანი.

XS
SM
MD
LG