Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შონ პენი კიევში ჩავიდა და თავისი "ოსკარი" დატოვა უკრაინის არმიის გამარჯვებამდე


შონ პენი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი
შონ პენი (მარცხნივ) და ვოლოდიმირ ზელენსკი

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი შონ პენი 8 ნოემბერს მესამედ ესტუმრა უკრაინას, რათა უკრაინელებისთვის მხარდაჭერა გამოეხატა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა ფეისბუკში, პენის გვარი დღეს გაჩნდა კიევში გახსნილ სიმამაცის ხეივანში, სხვა უცხოელ პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან ერთად, „რომლებიც სულ თავიდან იყვნენ უკრაინის გვერდით“.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ შონ პენმა კიევში ჩამოიტანა აშშ-ის კინოაკადემიისგან მიღებული ჯილდო - „ოსკარის“ ქანდაკება. ზელენსკის თქმით, პენი „ოსკარს“ კიევში ტოვებს ომში უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებამდე.

XS
SM
MD
LG