Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსეთს აღარ აღიარებს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად


აშშ რუსეთს აღარ მიიჩნევს ქვეყნად, რომელსაც საბაზრო ეკონომიკა აქვს. გადაწყვეტილება 10 ნოემბერს გამოაცხადა აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ. მიზეზად დასახელდა რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფოს მზარდი ჩარევა.

რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა და რუს ექსპორტიორებს დააკისროს შესაბამისი ბაჟის გადახდა.

აშშ-მა რუსეთი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად 2002 წელს აღიარა.

XS
SM
MD
LG