უკრაინელმა დიპლომატმა წერილობით მიმართა მილანის საოპერო თეატრის, ლა სკალის ხელმძღვანელს და ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს და პროტესტი გამოთქვა რუსული ოპერის, "ბორის გოდუნოვის" მომავალ თვეში დაგეგმილი დადგმის გამო.
როგორც იტალიის საინფორმაციო სააგენტო Ansa იტყობინებოდა 10 ნოემბერს, ანდრიი კარტიშმა, რომელიც უკრაინის საკონსულოს ხელმძღვანელობს მილანში, განაცხადა, რომ მსგავსი წარმოდგენები არ უნდა იქნას გამოყენებული "პროპაგანდის პოტენციური ელემენტების" მხარდასაჭერად.
"ბორის გოდუნოვი" მე-19 საუკუნეში შექმნა მოდესტ მუსორგსკიმ. მთავარ პარტიებს რუსი მომღერლები ილდარ აბდრაზაკოვი და ანა დენისოვა იმღერებენ.
წარმოდგენა ლა სკალის ახალ სეზონს ხსნის და იტალიის კულტურულ კალენდარში მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს.
2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კრემლის პოლიტიკის მომხრე არაერთ რუს ხელოვანსა და სპორტსმენს წაერთვა საერთაშორისო არენაზე გამოსვლის შესაძლებლობა.