Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქე დააკავეს "ფაბრიკაში" ქალზე ძალადობის ბრალდებით


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში 12 ნოემბერს "ფაბრიკის" ტერიტორიაზე მომხდარი ქალზე ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.

ინციდენტის შესახებ ფეისბუქზე წერს მოქალაქე ანა ჯაფარიძე. იგი დეტალურად აღწერს ძალადობის სცენას და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. მისი ინფორმაციით, გამოძიება იმავე საღამოს დაიწყო.

"...მოდის საკმაოდ არაფხიზელ მდგომარეობაში სლავური გარეგნობის ბიჭი ერთ-ერთ გოგონასთან. უნდა რომ წაეცეკვოს, გოგონა უარს ეუბნება, ამ დროს ბიჭი ხელებს კიდებს გოგონას და და მისკენ იზიდავს, გოგონა უძალიანდება.

ბიჭი იწევს თმებისკენ და ისე ებღაუჭება რომ 4 ადამიანი ცდილობს გოგონა გამოგლიჯოს ბიჭს, ამ გაწევ-გამოწევაში ბიჭი ძირს ეცემა, მაგრამ გოგონას თმაში ხელს არ უშვებს, ორივე ძირს ვარდებიან და მიუხედავად ხალხის ძალისხმევისა, ბიჭი გოგონას ძირს თმებით ათრევს. როგორც იქნა, მოვიდა დაცვა და ბიჭი გაათრიეს..."

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG