Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ე.წ. "მარცვლეულის შეთანხმება" 120 დღით გაგრძელდა


უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ბოსფორის სრუტეში. 2022 წლის 2 ნოემბერი
უკრაინული ხორბლით დატვირთული გემი ბოსფორის სრუტეში. 2022 წლის 2 ნოემბერი

120 დღით გაგრძელდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვით უკრაინული აგროპროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კურბაკოვის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, 17 ნოემბერს, სტამბოლში მიიღეს.

საომარი მოქმედებების ფონზე, უკრაინამ და რუსეთმა თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 22 ივლისს, სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით, უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას, რომლის მოქმედების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა. გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, 1 აგვისტოდან უკრაინიდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 მილიონ ტონაზე მეტი აგროპროდუქცია. ოლექსანდრ კურბაკოვის განცხადებით, უკრაინამ პარტნიორებს მიმართა, რომ შეთანხმება სულ მცირე 1 წლით გაგრძელდეს და პორტების ჩამონათვალს დაემატოს ნიკოლაევის საზღვაო ნავსადგური. კიევი ამ წინადადებაზე პასუხს ელოდება.

XS
SM
MD
LG