Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან


უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში. 2022 წლის 17 ნოემბერი
უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში. 2022 წლის 17 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან. გენშტაბის თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სიროტინოსთან დაარტყეს რუსეთის საოკუპაციო ძალების კოლონას, თუმცა, ინფორმაცია მოწინააღმდეგის დანაკარგების შესახებ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 2 სარაკეტო დარტყმა და 60-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. სარაკეტო შეტევა განხორციელდა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობითვე, კრივოი-როგის და ხერსონის მიმართულებებით მოწინააღმდეგე აწარმოებს პოზიციურ თავდაცვას, სრულყოფს მოწინავე ქვედანაყოფების ფორტიფიკაციას და მომარაგებას და განაგრძობს უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების საჰაერო დაზვერვას. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში რუსმა სამხედროებმა რეაქტიული არტილერიის გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ ხერსონს და რამდენიმე ახლომდებარე სოფელს.

უკრაინის არმიის სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 6 დარტყმა მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საზენიტო სარაკეტო კომპლექსების თავმოყრის რაიონებზე. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის 2 პუნქტი, საბრძოლო მასალების საწყობი და ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 5 ადგილი.

XS
SM
MD
LG