Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები უტევენ რუსეთის ძალების პოზიციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. 2022 წლის 20 ნოემბერი
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინელი სამხედროები უტევენ რუსეთის ძალების პოზიციებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან. 2022 წლის 20 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 10 დასახლებულ პუნქტთან.

უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის და დონეცკის ოლქების დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს 5 სარაკეტო დარტყმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში თავდაცვის ძალების პოზიციებზე იყო 45 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ განახორციელა 3 დარტყმა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და შეიარაღების თავმოყრის რაიონებზე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა კი, გაანადგურეს მოწინააღმდეგის მართვის პუნქტი.

XS
SM
MD
LG