Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ითხოვს არასასურველად აღიარონ 30 ორგანიზაცია


რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, პარლამენტის ქვედა პალატა, საილუსტრაციო ფოტო
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო, პარლამენტის ქვედა პალატა, საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კომისია გამოვიდა წინადადებით არასასურველად აღიარონ 30 უცხოური არასამთავრობო ორგანიზაცია და სხვა უწყებები.

ამის შესახებ იუწყებიან დეპუტატ ვასილი პისკარიოვის სიტყვებზე დაყრდნობით - ხელმძღვანელისა კომისიის, რომელიც იძიებს რუსეთის შიდა საქმეებში უცხოეთის სახელმწიფოების ჩარევის ფაქტებს.

პისკარიოვის თქმით, კომისიამ დაასრულა გამოძიება იმ 16 ქვეყნის 30 NGO-სთან, სამოქალაქო სტრუქტურასთან და საზოგადოებრივ გაეთიანებასთან მიმართებით, რომლებსაც რუსეთი არამეგობრულ სახელმწიფოებად მიიჩნევს. გამოთქმულია მოწოდება მათი მუშაობა მიჩნეული იყოს როგორც არასასურველი, რამდენიმესი - როგორც ექსტრემისტული. "ყველა ეს სტრუქტურა ემორჩილება ნატოს წევრის ქვეყნების მთავრობებს და მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნისთვის შიგნიდან ძირის გამოთხრას" - ამბობს დეპუტატი.

საუბარია ორგანიზაციებზე ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, შეერთებული შტატებიდან, უნგრეთიდან, დანიიდან, ესპანეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, ლუქსემბურგიდან, ჰოლანდიიდან, ნორვეგიიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, მონტენეგროდან, ჩეხეთიდან და შვედეთიდან. ჩამოთვლილებს შორისაა ორგანიზაციები "რუსული ამერიკა რუსეთში დემოკრატიისთვის", პროექტი "კიდობანი", ლიეტუვის "ზიანის შემცირების ევრაზიული ასოციაცია", ლუქსემბურგის "RUHelp - რუსები ომის წინააღმდეგ", გერმანიის "Demokrati-Ja" და ლატვიის "თავისუფალი რუსეთის ფორუმი".

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საპარლამენტო კომისია გენერალურ პროკურატურას თხოვს "ექსტრემისტული ორგანიზაციის" სტატუსი შეუფარდოს გამოცემა Doxa-ს და აკრძალოს მისი მუშაობა რუსეთში.

ორგანიზაციის არასასურველად გამოცხადება ნიშნავს, რომ იკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე მისი მოქმედება, და მასთან თანამშრომლობას შესაძლოა სისხლის სამართლებრივი დევნა მოჰყვეს.

არასასურველი ორგანიზაციების შესახებ კანონი რუსეთში 2015 წელს მიიღეს. რუსეთის და უცხოეთის უფლებადამცველები ამ კანონს მწვავედ აკრიტიკებენ.

XS
SM
MD
LG