Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მასირებული სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე


საილუსტრაციო ფოტო: სამაშველო სამუშაოები დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობაში
საილუსტრაციო ფოტო: სამაშველო სამუშაოები დაბომბვის შედეგად დანგრეულ შენობაში

23 ნოემბერს რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. აფეთქებები დაფიქსირდა კიევსა და კიევის ოლქში, ვინიცის ოლქში, ლვოვში, ოდესისა და პოლტავის ოლქებში - იტყობინებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

კიევში გაითიშა ელექტრომომარაგება და შეწყდა მეტროს მიმოსვლა. იტყობინებიან, რომ რაკეტა მოხვდა მინიმუმ ერთ ობიექტს. ხელისუფლების ცნობით, კიევის ოლქში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტები. კიევის ადმინისტრაციის ცნობით, მინიმუმ სამი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა. ლვოვი სინათლის გარეშე დარჩა, ქალაქის მერმა მოსახლეობა გააფრთხილა წყლის შესაძლო გადაკეტვის შესახებ.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო იტყობინება მასირებული დარტყმის შესახებ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მთელს რეგიონში. მისი თქმით, გათიშულია დენი.

XS
SM
MD
LG