Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მზიურს" უბრუნდება 18 000 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია


პარკ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, საიდანაც 15 000 კვადრატულ მეტრზე მეტი "მზიურის" რეაბილიტირებულ ნაწილს ებმის, დაახლოებით 2 000 კვადრატული მეტრი კი საავტომობილო გზის მეორე მხარეს არის განთავსებული, მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით დაუბრუნდება.

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ მედიასთან განმარტა ადგილმონაცვლეობის პირობები. მისი თქმით, "მზიურის" მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, მისმა მეპატრონემ ლისის ტბის მიმდებარედ მიიღო სხვა მიწის ნაკვეთი.

კომპანიას გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ალტერნატიული ფართი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შესაძლებელი იქნება ერთბინიანი კერძო დასახლების გაშენება, რომელიც დაახლოებით 14 ჰექტარია.

ღირებულებით მონაცვლეობა მოხდა. მიწის ნაკვეთი, რომელიც გადავეცით, დაახლოებით 4 მლნ დოლარის ეკვივალენტი შეადგინა და ამავე ღირებულებით მოხდა მიწის ნაკვეთის ჩათვლა. სამხარაულის შეფასებით, „მზიურის“ მიწის ნაკვეთი გაცილებით მეტია, თუმცა სწორედ ეს იყო მოლაპარაკების საგანი, რომ მუნიციპალიტეტს არ მოუწია სრული ღირებულების ანაზღაურება", - უთხრა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს.

"მზიურისთვის" დაბრუნებული ტერიტორიის მოსაწყობად ქალაქის მერია პროექტზე მუშაობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც საკრებულო დაამტკიცებს ადგილმონაცვლეობის პირობებს. ამ ტერიტორიის კეთილმოწყობა, სავარაუდოდ, 2023 წელს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG