Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრინციპით „50-50“-ზე რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს


პატიმართა გაცვლა, ფოტოები ანდრი ერმაკის ტელეგრამის არხიდან
პატიმართა გაცვლა, ფოტოები ანდრი ერმაკის ტელეგრამის არხიდან

კიევმა და მოსკოვმა 24 ნოემბერს კვლავ გაცვალეს სამხედრო ტყვეები, ამჯერად - ფორმატით "50-50"-ზე. ამის შესახებ პირველი ცნობა უკრაინის მხარემ, უფრო ზუსტად, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრი ერმაკმა გაავრცელა.

უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, უკრაინამ დაიბრუნა ორი ოფიცერი და 48 რიგითი და სერჟანტი. "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ მარიუპოლის 19 დამცველის დაბრუნება, რომელთაგან 12 ევაკუირებული იქნა აზოვსტალიდან", - წერს ერმაკი ტელეგრამის არხში. გარდა ამისა, თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 15 თანამშრომელი და კუნძულ „ზმეინიზე“ ტყვედ აყვანილი 7 ადამიანი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა პატიმართა გაცვლა, რომლის დროსაც მოსკოვმა 50 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა. ტყვეობაში მათ სასიკვდილო საფრთხე ემუქრებოდათ, აღნიშნულია რუსეთის სამხედრო უწყების ცნობაში, რომელშიც სხვა დეტალებზე საუბარი არ არის.

მანამდე პატიმრების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის გუშინ მოხდა ფორმულით "35-35-ზე". 3 ნოემბერს კი მხარეებმა ასევე თანაბარი რაოდენობის, 107-107 პატიმარი გაცვალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG