Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში ომის საწინააღმდეგო აქცია ჩაატარეს


საქართველოში მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა 26 ნოემბერს რუსთაველზე აქცია ჩაატარეს და რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს.

„შეუძლებელია სრულად გაიაზრო ამ ტრაგედიის კოშმარი. რუსეთის ხელისუფლება და ჯარი სჩადის ძალადობას, ანგრევს სახლებს, მაგრამ უკრაინამ გაუძლო. უკრაინა გაიმარჯვებს და მალე დაიბრუნებს თავის მიწებს“ - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქციას რამდენიმე ათეული ადამიანი ესწრებოდა. სიტყვით გამოვიდნენ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები. მომიტინგეებმა ფული და ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინელი დევნილების დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG