Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა პაპუაშვილი: ესპანეთი და პორტუგალია მხარს უჭერენ საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ესპანეთსა და პორტუგალიაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ ორივე ქვეყანა მკაფიოდ უჭერს მხარს საქართველოს წინსვლას ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

„მხარდაჭერა მრავალჯერ მოვისმინეთ ორივე ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, რომ ესპანეთი, რომელიც მომავალი წლის მეორე ნახევარში ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გახდეს, ჩვენი უპირობო მხარდამჭერი იქნება ამ გზაზე. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტუგალია, რომელმაც თავადაც გრძელი გზა გაიარა იმისთვის, რომ გაწევრიანებულიყო ევროპულ ოჯახში, იქნება ჩვენი მხარდამჭერი",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG