Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საქმეთა დროებითი რწმუნებული: აშშ-სა და რუსეთს აქვთ ბირთვული რისკების შესახებ მოლაპარაკების არხი


ელიზაბეთ რუდი
ელიზაბეთ რუდი

რუსეთსა და აშშ-ს მოეპოვებათ არხი რისკების - განსაკუთრებით ბირთვულის - მართვის შესახებ მოლაპარაკებებისთვის სპეცსამსახურების დონეზე, განუცხადა „რია ნოვოსტის“ რუსეთში აშშ-ის საქმეების დროებითმა რწმუნებულმა ელიზაბეთ რუდმა.

„სწორედ ეს საკითხი იყო CIA-ის დირექტორ ბერნსისა და მისი რუსი კოლეგის შეხვედრის მიზანი“, - თქვა მან და დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხები შეხვედრაზე არ განხილულა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი უილიამ ბერნსი და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი 14 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს ანკარაში. კრემლში დააზუსტეს, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი ამერიკული მხარე იყო.

თეთრი სახლი იტყობინებოდა, რომ ბერნსს არ უწარმოებია ნარიშკინთან მოლაპარაკებები ომის დასრულების თაობაზე და რომ მისი უწყება ეხებოდა შესაძლო შედეგებს, რაც უკრაინაში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას შეიძლება მოჰყვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG