Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაზპრომი“ არ შეამცირებს გაზის მიწოდებას მოლდოვისთვის, მაგრამ იტოვებს ამის უფლებას


რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ უკან წაიღო მუქარა, რომ 28 ნოემბრიდან გაზის მიწოდებას შეუმცირებს მოლდოვას. მაგრამ მან განაცხადა, რომ იტოვებს უფლებას, მომავალში შეამციროს ან შეაჩეროს ბუნებრივი აირის ნაკადი, თუკი მოლდოვა არ გადაიხდის შეთანხმებულ გადასახადებს.

გასულ კვირაში „გაზპრომმა“ უკრაინას ბრალი დასდო, რომ ის აკავებს თავის ტერიტორიაზე გამავალ გაზს, რომელიც მოლდოვაში მიემართება და თქვა, რომ 28 ნოემბრიდან შეიძლება შეამციროს გაზის მიწოდება. უკრაინა უარყოფს ბრალდებებს.

ამასობაში იტყობინებიან, რომ უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე მუშაობა შეწყვიტა ექვსმა საკონტროლო-გამშვებმა პუნქტმა. მიზეზია სინათლის გათიშვა და უკრაინის მხარეზე მონაცემთა ბაზაში გაჩენილი ხარვეზები. ამის შესახებ ადგილობრივი პრესა წერს მოლდოვის სასაზღვრო პოლიციაზე დაყრდნობით.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად მოლდოვაც ნაწილობრივ აღმოჩნდა სინათლის გარეშე და კვლავ მოელის ელექტრომომარაგებაში შეფერხებებს უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის ახალ მოსალოდნელ სარაკეტო იერიშებზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG