Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters-ი: აშშ განიხილავს უკრაინისთვის 160 კილომეტრის რადიუსში მოქმედი იარაღის გაგზავნას


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, პენტაგონი განიხილავს "ბოინგის" წინადადებას უკრაინისთვის იაფი, მცირე ზომის ზუსტი ბომბების მიწოდებაზე, რომელთა გამოყენებაც შეიძლება არსენალში უხვად არსებული რაკეტებით - ეს კიევს მისცემს შესაძლებლობას, შეტევები განახორციელოს რუსეთის არმიის განლაგების ხაზის მიღმა.

აშშ-ის და მისი მოკავშირე იარაღის მწარმოებელი კომპანიების შესაძლებლობები იწურება, უკრაინას კი კიდევ უფრო დახვეწილი იარაღი ესაჭიროება, გაგრძელებული ომის ფონზე. "ბოინგის" მიერ შეთავაზებული გეგმა ერთ-ერთია ექვსამდე წინადადებიდან, რომლებიც განიხილება წარმოებისთვის, რათა უკრაინას და აშშ-ის აღმოსავლელ ევროპელ მოკავშირეებს ახალი შეიარაღება მიეწოდოს - აუწყეს "როიტერსს" წყაროებმა.

"ბოინგის" მიერ შეთავაზებული იარაღის, იგივე ხმელეთიდან გაშვებული მცირე დიამეტრის ბომბის (GLSDB) უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, უკვე 2023 წლის გაზაფხულზე გახდეს შესაძლებელი, იუწყება "როიტერსი".

XS
SM
MD
LG