Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიისპირეთის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში არიან, რუსეთის საჰაერო თავდასხმების მიუხედავად


გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი
გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი

ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად 28 ნოემბერს კიევში ჩავიდნენ - იმ ფონზე, როცა უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება რუსეთის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას.

"ჩვენ - ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ვართ კიევში, უკრაინასთან სრული სოლიდარობით", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე და დასძენს: "მიუხედავად რუსეთის მხრიდან დაბომბვისა და ბარბაროსული სისასტიკისა, უკრაინა გაიმარჯვებს!"

მანამდე უკრაინა აცხადებდა, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს გეგმავს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, დავარდნილი ტემპერატურისა და სიცივის ფონზე კვლავ მზად იყვნენ ელექტროენერგიის მიწოდების გათიშვისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG