Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ მოკავშირეები გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას


იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი
იენს სტოლტენბერგი, ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ვარაუდობს, რომ ალიანსი გაახშირებს საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო მოწყობილობების მიწოდებას უკრაინისთვის, იმ ფონზე, როცა მოახლოებულ ზამთარში მას რუსეთის ინტენსიური სარაკეტო თავდასხმები ელის.

როგორც სტოლტენბერგმა 28 ნოემბერს განაცხადა, "ერთ-ერთი მესიჯი", რომელსაც 29 ნოემბრიდან ბუქარესტში დანიშნული ნატოს სამიტი გაგზავნის, შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემების, ტყვია-წამლის, სათადარიგო ნაწილების და წვრთნის მიწოდების პროცესების "კიდევ უფრო გახშირებას".

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების ფონზე, სტოლტენბერგი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი "ზამთრის გამოყენებას ცდილობს უკრაინის საწინააღმდეგო იარაღად".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG