Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ უკრაინიდან შეტევა განხორციელდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის კურსკის ოლქის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სუჯანსკის რაიონზე.

სტაროვოიტმა წუხელ ტელეგრამზე დაწერა, რომ ერთ-ერთი დარტყმა განხორციელდა ენერგომომარაგების ობიექტზე და ამის გამო, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა სუჯანსკის და კორენევსკის რაიონების ნაწილი. კურსკის ოლქის დაცხრილვის შესახებ წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლებიც. ამ ცნობებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერჯერობით არ მოჰყოლია. რუსეთის კურსკის ოლქი უკრაინის სუმის ოლქს ესაზღვრება.

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე განახორციელეს 7 მასირებული სარაკეტო შეტევა, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG